Tuesday, October 21, 2014

წყალი ბუნებაში

1. პროექტის სახელწოდბა: წყალი ბუნებაში
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოვიხმაროთ წყალი რაციონალურად, გამოვიჩინოთ მზრუნველობა ეკოლოპგიურად სუფთა წყლის შესანარჩუნებლად.
3. პროექტის აქტუალობა: წყალი ერთ-ერთი მთავარი და არსებითი რამ არის სიცოცხლისათვის, ამიტომ იგი  გაფრთხილებას საჭიროებს, მითუმიტეს, რომ სუფთაა დედამიწის წყლის მხოლოდ 3% და ამ 3%-ის მხოლოდ მცირე ნაწილია დასალევად ვარგისი.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ წყალზე მზრუნველობითი დამოკიდებულება; შეძლონ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება სხვადასხვა წყაროებიდან; შეძლონ გარკვევა თუ რატომ მიიჩნევა წყალი სიცოცხლის წმინდა დასაბამად; გაარკვიონ წყლის დაბინძურების ძირითადი მიზეზები.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15  წელი
6.  ვადები/ხანგრძლივობა; ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბუნებაში ექსპერიმენტული  დაკვირვების შედეგად გადაღებული სურათები და ვიდეო მასალა, გარკვეული ცხრილები და დიაგრამები წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოვაწყოთ ექსკურსიები ბუნებაში, ცდების ჩატარება წყალზე დაკვირვების მიზნით, ინტერნეტიდან ინფორმასიის მოძიება.
9. პროექტის მსვლელობა  (ძირითადი აქტივობები): სხვადასხვა  ინფორმაციაზე დაყრდნობით და დაკვირვების შედეგად  მოსწავლეები გაარკვევენ რა როლს ასრულებს წყალი ბუნებაშიიკვლევენ როგორია წყლის, კერძოდ მდინარეებისა და წყალსატევების ეკოლოგიური მდგომარეობა, რა როლს ასრულებს ადამიანის სამეურნეო საქმიანობა წყლის დაბინძურებაში, ატარებენ ცდებს წყლის დაბინძურების ხარისხის დასადგენად, ბუნებაზე დაკვირვებისას სისტემატურად იღებენ სურათებსა და ვიდეომასალას. აწყობენ დისკუსიას, ნამუშევრის წარდგენას და აღწერას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს - გეოგრაფიაში, ეკოლოგიაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) სოფო შადური
12 . ხელმძღვანელის ელ.ფოსტა; shaduri64@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: soposhaduri.blogspot.com